რუსეთი

ასტრახანში ქალაქის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ

ასტრახანში დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე, მოშიმშილეთა მხარდასაჭერად, რომლებიც მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. თავის მხრივ, ალტერნატიული მიტინგი გამართეს ქალაქის პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.ეს იყო მიტინგი „ ნარინჯისფერი აქციის წინააღმდეგ.“ გავრცელებული ცნობებით, აქციების მონაწილეებს შორის ჩადგა პოლიცია, რათა არ დაეშვა დაპირისპირება. ასტრახანში აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა ალექსეი ნავალნი და "Русский Newsweek"-ის რედაქტორი ილია ბარაბანოვიც.

ასტრახანის მერის არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად შიმშილობას მიმართა ასტრახანის მერობის ექს-კანდიდატმაც პარტიიდან „სპრავედლივაია რასია.“  ოფიციალური მონაცემების თანახმად დამარცხებული კანდიდატის შტაბში განაცხადეს, რომ  ასტრახანში მერის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით გამრაჯვებული "ედინაია რასიას" წარმომადგენელია.

 

კომენტარები