აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბარაკ ობამასა და მის ოჯახს 30 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია, სტუმრებს შოის მრავლად იყვნენ ბავშვები. მათთვის, თეთრი სახლის სამხრეთ ნაწილში ტრადიციული საბავშვო ზეიმი გაიმართა, რომელიც სააღდგომო კვერცხებით თამაშს, წიგნების კითხვას, სპორტულ თამაშებს, კერძების მომზადებას, საცირკო და მუსიკალურ ნომრებს მოიცავდა.
ტრადიციულ ღონისძიებაში, რომელსაც აშშ–ში საფუძველი ჯერ კიდევ 1878 წელს, მე – 19 პრეზიდენტის, რეზერფორდ ჰეიზის დროს ჩაეყარა, ქვეყნის პირველმა პირმაც მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ რაც სტუმრებს თეთრი სახლის აივნიდან მიესალმა, ბარაკ ობამა ცოტა ხნით თავის მეუღლესა და ქალიშვილებს შეუერთდა, რომლებიც ბავშვებს წიგნებს უკითხავდნენ. შემდეგ პრეზიდენტმა პატარებთან ერთად კალათბურთი ითამაშა და რამდენიმე ფიზიკური სავარჯიშოც გააკეთა. მოგვიანებით, იგი ოვალური კაბინეტისაკენ გაემართა და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
ტრადიციული საბავშო ზეიმი წელს დევიზით „ვირბინოთ, ვითამაშოთ, ვიმოძრაოთ“ გაიმართა. რამდენიმე წლის წინ აშშ–ს პირველი ლედი, მიშელ ობამა ინიციატივით – „ამერიკელ ბავშვებში წონის მატების წინააღმდეგ ბრძოლა“ გამოვიდა.





