აშშ-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის გული გადაუნერგეს. ოპერაცია ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთ კლინიკაში, შაბათს ჩაატარეს. ჩეინის ოფისის ცნობით, ოპერაციის შემდეგ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ინტენსიურ მკურნალობას გადის და თავს კარგად გრძნობს.
დიკ ჩეინის გულის უკმარისობა აწუხებდა. მან რამდენჯერმე გადაიტანა გულის ინფარქტი, პირველად - 37 წლის ასაკში. 71 წლის ჩეინი დონორს 20 თვე ელოდებოდა. ერთი წლის მანძილზე ის ელექტროკარდიოსტიმულატორით სარგებლობდა.
"მართალია ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და მისმა ახლობლებმა არ იციან დონორის ვინაობა, ისინი საუკუნოდ მადლიერნი იქნებიან მისი.“- ნათქვამია დიკ ჩეინის პრეს-სამსახურის განცხადებაში.





