ერაყი

აფეთქებების სერია ერაყში

ბოლო დღეებში ერაყში განხორციელებულ აფეთქებების სერიას რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. დაშავებულია 200-ზე მეტი პირი. დაღუპულებისა და დაშავებულის შესახებ იუწყებიან კირკუკიდან, ჰილადან, ბაჯიდან და ერაყის სხვა ქალაქებიდან. გავრცელებული ცნობებით, სამშაბათს ერაყში 15 აფეთქება მოხდა, ტერორისტთა სამიზნე ძირითადად ერაყის უშიშროების ძალები და შიიტთა არეალები იყო. მომავალ კვირას ერაყის დედაქალაქ ბაღდადში არაბთა ლიგის სამიტის გამართვა იგეგმება.

 

 

 

კომენტარები