ამინდი

როგორი ამინდი იქნება 9-11 ივნისს - სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში პროგნოზირებენ ხანმოკლე წვიმას ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9-10 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 ივნისს სითბოს ფონზე ცალკეულ, ხოლო 11 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე ავა.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ვარაუდობენ სეტყვასაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები