აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას ეუთოს მეთვალყურეთა ცნობების გამო, რომლებიც რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებს ეხება. კლინტონმა ხაზი გაუსვა დარღვევების გამოძიების მნიშვნელობას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთში, არჩევნების შემდგომ საპროტესტოს აქციების მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებითაც და თან განმარტა, რომ აშშ მზადაა ითანამშრომლოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ვლადიმირ პუტინთან, როდესაც ის ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

tbl.ge/1236
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- რუსეთი აშშ-ს დიპლომატებს უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან აძევებს
- რუსეთმა კიდევ 61 ამერიკელ ოფიციალურ პირს, მათ შორის ჯანეტ იელენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- აშშ-მა რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა
- ტრამპი: ევროპა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული ენერგეტიკის არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებზე
- ტრამპი-პუტინის სამიტის სამახსოვროდ, თეთრი სახლი მონეტას მოჭრის




