აშშ-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთმა კიდევ 61 ამერიკელ ოფიციალურ პირს, მათ შორის ჯანეტ იელენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ჯანეტ იელენი

რუსეთმა კიდევ 61 ამერიკელ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სიაში აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის კომპანიების, მედიაპლატფორმების, სარეიტინგო სააგენტოების, ასევე თვითმფრინავებისა და გემების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები მოხვდნენ.

მათ გარდა, სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი, ვაჭრობის წარმომადგენელი, ქეთრინ ტაი და სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო'ბრაიენი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს ნაბიჯი პასუხი იყო "აშშ-ს მხრიდან რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებზე, მუდმივად ზრდადი სანქციების დაწესებაზე".

მაისში, რუსეთმა ჯამში 963 ამერიკელ ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

კომენტარები