მოსკოვი

პუტინის პრეს-მდივანმა Pussy Riot -ის აქციას საშინელი უწოდა

ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა კომენტარი პანკ ჯგუფ “ Pussy Riot“-ის წევრების მიერ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციის შესახებ. მან თქვა, რომ პუტინისთვის ცნობილია ჯგუფის წევრების ”ხულიგნური ქმედების” შესახებ და მისი პირადი დამოკიდებულება მომხდარზე ნეგატიურია.  როგორც ცნობილია, “ Pussy Riot”-წევრები პოლიციამ დააკავა.

"სიმღერის შინაარსის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია მისი უმსგავსი შესრულების შესახებ,“ - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან იმ აქციაზე საუბრისას, რომლის დროსაც ხუთმა გოგონამ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შეასრულა”პანკ -ლოცვა” - „ყოვლადწმინდაო ღვითსმშობელო, გააგდე პუტინი.“

პესკოვმა პანკების აქციას „საშინელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ჯგუფის წევრებმა საზოგადოებრივი წესრიგი და რელიგიის ნორმები დაარღვიეს და  მათი საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს.

პანკ ჯგუფ “ Pussy Riot“-ის წევრებს ბრალს ხულიგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენაში სდებენ. 

 

კომენტარები