სირიის კრიზისი

სირიაში დაღუპული დასავლელი ჟურნალისტების ცხედრებს მიაგნეს

სირიაში ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის თანმაშრომლებმა უცხოელ დიპლომატებს, კერძოდ საფრანგეთის ელჩს და სირიაში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელს, ქალაქ ჰომსში დაღუპული დასავლელი ჟურნალისტების: მარი კოლვინის და რემი ოშლიკის ცხედრები გადასცეს.

ჟურნალისტები ჰომსში 22 თებერვალს დაიღუპნენ, ისინი მედიაცენტრის მახლობლად სარაკეტო დარტყმამ შეიწირა. დასავლეთის სააგენტოები წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ჰომსში დაღუპული ჟურნალისტების ცხედრებს დამასკოში, ფრანგულ საავადმყოფოში მიაკვლიეს. ამერიკელი მარი კოლვინი Sunday Times-ში მუშაობდა, ფრანგი ფოტორეპორტიორი რემი ოშლიკი კი ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში.

 

კომენტარები