აშშ

პრაიმერებში მიჩიგანსა და არიზონაში მიტ რომნიმ გაიმარჯვბა

 მიტ რომნის გამარჯვებით დასრულდა რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები მიჩიგანსა და არიზონას შტატებში. მიჩიგანის შტატში რომნიმ ხმების რამდენიმე პროცენტით გაუსწრო თავის მეტოქეს რიკ სანტორუმს. გავრცელებული ცნობებით,  რომნიმ ხმების 41 პროცენტი მოიპოვა, სანტორუმმა -38. აღსანიშნავია, რომ მიტ რომნის მამა თავის დროზე მიჩიგანში საკმაოდ პოპულარული გუბერნატორი იყო.

შიდაპარტიულმა არჩევნებმა უნდა გამოავლინოს რესპუბლიკელების კანდიდატი 2012 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

 

კომენტარები