საპატრიარქო

ისრაელში პატრიარქის ვიზიტისას ჯვრის მონასტერზე არ უსაუბრიათ

ილია II-ის ისრაელში ვიზიტის პერიოდში ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია: ”განვმარტავთ, რომ  მართალია, მის უწმიდესობას, ილია მეორეს, ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ჰქონდა როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.”

 შეგახსენებთ , 25 თებერვალს გორში, თავდაცვის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შექმნილია ჯგუფი საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე სამუშაოდ. დღეს კი პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ ჯვრის მონასტრის საკითხზე შესაბამისი კონსულტაციები დაწყებულია საპატრიარქოსთან.

 

 

კომენტარები