ამერიკელი ჯარისკაცი, ბრედლი მენინგი ვაშინგტონის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა. მას Wikileaks-ისთვის ასი ათასობით საიდუმლო დიპლომატიური და სამხედრო დოკუმენტის გადაცემაში ადანაშაულებენ. ჯარისკაცის წინააღმდეგ წაყენებულ 22 ბრალდებას შორის არის :”მტრისთვის დახმარება“, ”არალეგალურად ინტერნეტში სადაზვერვო ინფორმაციის განსაჯაროება“, ”სახელმწიფო საკუთრებისა და დუკუმენტების ქურდობა“, ”დავდაცვითი ინფრომაციის გავრცელება“. ბრედლი მენინგს სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ჯარისკაცმა არც დანაშაული აღიარა და არც საკუთარ უდანაშაულობას გაუსვა ხაზი. ასევე, მენინგმა დრო ითხოვა იმის მოსაფიქრებლად, მისი საქმე მხოლოდ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, თუ საქმეში სამხედრო მოსამართლეებიც ჩაერთონ.
განსასჯელის მიმართ საზოგადოებაში ორგვარი დამოკიდებულება არსებებს. ერთნი მას გმირად მიიჩნევენ, რომელმაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ფარდა ახადა. მეორენი კი ეროვნული ინტერესების საფრთხეში ჩაგდებაში ადანაშაულებენ.




