აშშ

ჰოლივუდის მსახიობები ობამას მხარდასაჭერად

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  კამპანიის წარმოებაში  ბარაკ ობამას ჰოლივუდის მსახიობებიც დაეხმარებიან.  ობამას საარჩევნო შტაბში, რომელიც 35 მხარდამჭერითაა დაკომპლექტებული, ლათინოამერიკული წარმოშობის ვარსკვლავები: ევა ლონგორია და კალ პენიც ირიცხებიან. ამერიკული სერიალების - ”სასოწარკვეთილი დიასახლისებისა“ და „Harold and Kumar„-ის მსახიობები აშშ-ს დემოკრატიული პარტიის იდეებს დიდი ხანია იზიარებენ, ისინი ბარაკ ობამას მხარს 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც უჭერდნენ. აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის მანძილზე ლონგორია თეთრი სახლის საზოგადოებრივი ჩართულობის ოფისსაც ხელმძღვანელობდა.

კომენტარები