აშშ-ს კონგრესის რამდენიმე წევრმა საეჭვო ფხვნილის შემცველი მუქარის წერილი მიიღო. გამოკვლევის შედეგად ეს ფხვნილი უსაფრთხო აღმოჩნდა, თუმცა მედია ორგანიზაციებში მისულ ბარათში, რომელსაც კონვერტზე ,, ორეგონის გაფრთხილება ეწერა’’, ნათქვამია, რომ ასი სენატორისთვის გაგზავნილი წერილებიდან ათი პათოგენური ნივთიერების შემცველია.
წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით სახიფათოა პორტლენდში გაგზავნილი წერილები.
,, FBI მზად არის რეაგირებისთვის, ჯერჯერობით არც ერთ სენატორს არ მიუღია სიცოცხლისთვის საშიში ფხვნილი წერილთან ერთად, ყველა აქამდე მოსული გზავნილი უსაფრთხოა’’ - განაცხადა FBI - ს სპიკერმა კრის ალენმა.




