წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტი გერმანიას მოუწოდებს უარი თქვას ქირურგიული კასტრაციის პრაქტიკაზე, სექსუალური ხასიათის დამნაშავეების წინააღმდეგ.
გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალურ დამნაშავეს ციხისგან თავის დაღწევისთვის აქვს შესაძლებლობა ითხოვოს ქირურგიული კასტრაცია, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება. ყოველწლიურად გერმანიაში ასეთ არჩევანს 5 მსჯავრდებული აკეთებს. ქვეყნის მთავრობის თქმით, კასტრაცია არ არის სასჯელი, არამედ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა, თუმცა უფლებადამცველების თქმით, ეს პიროვნების ღირსებას ხელყოფს და ადამიანს არასრულფასოვნად აქცევს. მკვლევარების თქმით, კასტრირებული დამნაშავეების მხოლოდ 3% ჩადის ხელახლა იგივე დანაშაულს. მაშინ, როცა არაკსტრირებულთა თითქმის ნახევარი უბრუნდება ძველ საქმიანობას.




