არაბმა ისრაელელმა ტერორისტმა ცენტრალურ ისრაელში რამდენიმე სხვადასხვა ადგილას მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელი მოკლეს. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა მეორე პირიც, რომელსაც თავდასხმაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ დახმარება გაუწია ორ მამაკაცს, დაახლოებით 30 წლის ასაკში, რომლებიც დასახლება კოხავ იაირის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იყო.
ასევე დაჭრილები იყვნენ 31 წლის მამაკაცი და 61 წლის ქალი, რომლებიც დასახლება ცურ იცჰაკის შესასვლელთან დაჭრეს. ორივე მათგანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, დაიჭრა კიდევ ორი მამაკაცი. დაახლოებით 35 წლის მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 40-წლამდე ასაკის კიდევ ერთი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია.
სამივე დასახლება, რომლებიც თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარეობს, ერთმანეთის მეზობლადაა განლაგებული და ახლოს მდებარეობს დასავლეთ სანაპიროს უსაფრთხოების ბარიერთან.




