ესპანეთის ნაკრების და მადრიდის რეალის ექს-თავდამსხმელმა რაულმა კარიერაში საიუბილეო, მე-400 გოლი გაიტანა!
გერმანიის ბუნდესლიგაში, ვოლფსბურგთან 4:0 მოგებულ მატჩში რაულმა მეათე წუთზე გახსნა ანგარიში, ეს გოლი კი მისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.
”არც ვიცოდი, ეს ჩემი მეოთხასე ბურთი თუ იყო. მიხარია, ამ ნიშნულს რომ ვუწიე,” - განაცხადა 34 წლის თავდამსხმელმა, რომელიც გელზენკირხენის შალკეში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს.
400 გოლიდან რაულმა 323 მადრიდის რეალის მაისურით გაიტანა - სამეფო კლუბთან ერთან მან ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგა; 44 ბურთი ესპანეთის ნაკრებში მიითვალა, 33 კი გერმანულ კლუბში.
შალკესთან ერთად რაულმა შარშან გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო.




