გაერო

გაეროს გენ. ასამბლეამ ასადს გადადგომისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია , რომელიც გმობს სირიის მთავრობის ძალადობას საკუთარი ხალხის მიმართ. რეზოლუციის პროექტს 193-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. ის საუდის არაბეთმა წარადგინა.

რეზოლუცია , სირიაში , ხანგრძლივ სისხლიან დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს და ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, განსხვავებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისგან, სადაც სირიის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეის რეზოლუციის წინააღმდეგ 12 ქვეყანა გამოვიდა, მათ შორის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა.

 

კომენტარები