რუსეთი

პროხოროვი ეხო მოსკვის დახმარებას სთავაზობს

მიხაილ პროხოროვი მზადაა დახმარება გაუწიოს ”ეხო მოსკვის” კოლექტივს ”გაზპრომ-მედიისგან” აქციების გამოსყიდვის საქმეში.

”რადიოსადგურის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, სარედაქციო კოლექტივს ვთავაზობ დახმარებას - მიიღონ კრედიტი ხელსაყრელ პირობებში, ”გაზპრომ-მედიისგან” აქციების გამოსყიდვის მიზნით,”- განაცხადა რუსმა მილიარდერმა. შეგახსენებთ, მიხაილ პროხოროვი რუსეთის ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატია.

 ”გაზოპრომ-მედიამ”, რომელიც არის რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” აქციების 66 პროცენტის მფლობელი, რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოს ვადაზე ადრე დათხოვნის საკითხი დასვა.

”ეხო მოსკვის” მიერ გავრცელებულ კომუნიკეში რადიოსადგურის კოლექტივი აღნიშნავს: ” ჩვენ გვემის, რომ ”გაზპრომ-მედიას” არ შეეძლო არ მოეხდინა რეაგირება ”ეხო მოსკვის” მისამართით რუსეთის ხელისუფლების კრიტიკაზე. ”

 

კომენტარები