რუსეთი

ნავალნი შესაძლოა აეროფლოტის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდეს

ცნოვილი რუსი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსეი ნავალნი შესაძლოა ”აეროფლოტის” დირექტორთა საბჭოს წვერი გახდეს. ამის შესახებ ცნობას ”ვედომოსტი” ”ნაციონალური სარეზერვო კორპორაციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრ ლებედევზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული კორპორაცია კი "აეროფლოტის”  აქციების 15 პროცენტის მფლობელია.

ნავალნის კანდიდატურას სწორედ ლებედევი უჭერს მხარს. მისი აზრით, დირექტორთა საბჭოში ნავალნის შესვლა , რუსეთში ”აეროფლოტის” ყველაზე გამჭირვალე და კონკურენტუნარიან კომპანიად გარდაქმნას შეუწყობს ხელს. ”აეროფლოტის” აქციების 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფოა.

 ”ვედომოსტის”  ცნობით, ნავალნიმ განაცხადა, რომ  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დამოუკიდებელი დირექტორი იქნება.

 

კომენტარები