კომერსანტის ცნობით, რუსეთში საფრანგეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ელიან რუსეთის მიგრაციის სამსახურის განმარტებას ფრანგი ჟურნალისტისთვის ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მანამდე , „დრუგაია რასიას“ წარმომადგენელმა ანდრეი დიმიტრიევმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ფრანგი ჟურნალისტი, ანა ნივა, ქვეყნიდან გააძევა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტში შესვლის გამო.
ანა ნივა ირწმუნება, რომ მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები მას უთვალთვალებდნენ და აქტიურ ქმედებებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც „იაბლოკოს“ აქტივისტებთან ინტერვიუები ჩაწერა, ის დააკავეს, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და სავიზო რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.- წერს" კომერსანტი"
გავრცელებული ცნობებით, ფრანგი ჟურნალისტი რუსეთს თებერვლის დასაწყისში, თავის ახალი წიგნზე სამუშაოდ ეწვია. წარსულში ის რუსეთიდან აშუქებდა ჩეჩნეთის ომს Liberation-ისთვის.




