მენის შტატში ჩატარებულ პრაიმერში მიტ რომნიმ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი რონ პოლი გავიდა.მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა , ამჯერად, ხმების 39 პროცენტი მოაგროვა, პოლმა კი - 36. აღნიშნავენ, რომ 3 შტატში, რიკ სანტორუმთან წაგების შემდეგ, რომნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ეს გამარჯვება. მენის შტატში სანტორუმმა ხმების მხოლოდ 18 პროცენტი მიიღო.
რომნის ბოლო გამარჯვებას, წინ უძღოდა მარცხი - მინესოტაში, კოლორადოს და მისურის შტატში.
საარჩევნო კამპანიის დასაწყისში რომნის რესპუბლიკელების უპირობო კანდიდატად მიიჩნევდნენ, თუმცა კამპანიის გამწვავების შემდეგ ექსპერტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში გამართულ კონსერვატორთა ყრილობაზე რომნიმ ხმების 38 პროცენტი მიიღო, სანტორუმმა - 31 .




