აშშ საპრეზიდენტო კამპანია

მიტ რომნი: ეს საუკუნე უნდა იყოს აშშ-ს საუკუნე

მასაჩუსეტსის  ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ  განაცხადა, რომ აშშ-მ არ უნდა  მისცეს  პუტინს უფლება აღადგინოს  საბჭოთა კავშირი. ამერიკული მედიის ცნობით, რომნიმ   თავის ამასწინანდელ ვრცელ გამოსვლაში გააკრიტიკა ობამას ხელისუფლება და თქვა, რომ არსებული პოლიტიკის გაგრძელება ამერიკას კიდევ უფრო სერიოზული   გამოწვევების წინაშე დააყენებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე. მიტ რომნი მიიჩნევა აშშ „ რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ კანდიდატურად 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

„ამერიკის შეერთებული შტატების  ეკონომიკა , მისი არმია  უნდა იყოს ყველაზე ძლიერი,  ჩვენი ქვეყანა  უნდა იყოს მსოფლიო ლიდერი. ეს მისია ეკუთვნის მხოლოდ  ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან სხვა შემთხვევაში  მსოფლიო გახდება კიდევ უფრო საშიში“- თქვა  რომნიმ და   მომავალი წლების მთავარ საგარეო გამოწვევს შორის ისლამურ ფუნდამენტალიზმთან და  სხვა პრობლემებთან ერთად   დაასახელა მოქმედი რჟიმები: ირანში, ჩრდილოეთ კორეაში, ვენესუელასა და კუბაში, ასევე ჩინეთის სწრაფვა მსოფლიო მმართველობისკენ და რუსეთი თავისი პუტინით, რომელიც ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი არაჩვეულებრივი იყო . „რუსეთი თავისი ისტორიიის  რთულ ეტაპს გადის. პუტინმა საბჭოთა იმპერიის დაშლას გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა. შეეცდება კი ის   იმოქმედოს   იმის აღსადგენად რის დაცემასაც ტრაგედიად  განიხილავს? შეეცდება მუქარით  დაიქვემდებაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები? ევროპა კი ენერგეტიკული პოლიტიკით   დააშინოს?...  ჩვენ ვართ დემოკრატია და არჩევანი თქვენზეა. ამ საპრეზიდენტო კამპანიის მანძილზე მე შემოგთავაზებთ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების როლის კონცეფციას. ეს  საუკუნე უნდა იყოს ამერიკის  შეერთებული შტატების საუკუნე“- განაცხადა მიტ რომნიმ.   
 

კომენტარები