რუსეთი

რუსულმა ბომბდამშენებმა იაპონია დააფრთხო

იაპონური მედიის ცნობით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა იაპონიის საზღვრებს გადაუფრინა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კუნძულ ჰოკაიდუს ცაზე რუსეთის ორი სარაკეტო და ერთი A- 50 ტიპის თვითმფრინავები გამოჩნდა. მოგვიანებით იაპონურმა რადარმა ორი Cy – 24 აღმოაჩინა.

რუსულ თვითმფრინავებს იაპონიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ, მიუხედავად ამისა, თავდაცვის სამინისტრომ ერთდროულად რუსეთის ხუთი საბრძოლო თვითმფრინავის საზღვართან ახლოს გამოჩენას უპრეცედენტო უწოდა.  იაპონიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ძალებში ფაქტი საგანგაშოდ აღიქვეს და ჰაერში გამანადგურებლებიც  კი აუშვეს.

თვითმფრინავების გამოჩენამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა  ხაბაროვსკის მხარეში ტაქტიკური წვრთნები დაიწყო, რომელშიც Cy – 24 ტიპის ბომბდამშენიც არის ჩართული.

 

კომენტარები