რუსეთი

პუტინი: ნატო ცივი ომის გადმონაშთია

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ იზიარებს ვლადიმირ ჟირინოვსკის წინადადებას , დახმარება გაეწიოს ევროკავშირს, ნატოს დაშლის სანაცვლოდ. თუმცა, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ჟირინოვსკის სრულიად ეთანხმება იმაში, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობს არ არის საჭირო.

”ვფიქრობ, ნატოს დაშლის მოთხოვნა დღეს არარეალისტურია, თუმცა კი სწორია. ეს ბლოკი დღეს არავის სჭირდება, ის ცივის ომის გადმონაშთია. ” - თქვა პუტინმა ორშაბათს, პოლიტოლოგებთან შეხვედრაზე და იქვე ვლადიმირ ჟირინოვსკის ყოჩაღი უწოდა, მისი აზრით ”სწორი” მოთხოვნის წამოყენების გამო.

ჟირინოვსკის აზრით, ” დღეს, ყველას თვალწინ იშლება ევროკავშირი,” ” კრიზისის პირობებში ჩვენ შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ მას, მაგრამ ამის სანაცვლოდ ევროპის სახელმწიფოებმა უნდა დატოვონ ნატო.”- თქვა მან.

 

კომენტარები