განათლება

საქართველო იუნესკოს განათლების ბიუროს მმართველ საბჭოში

საქართველო იუნესკო-ს განათლების საერთაშორისო ბიუროს მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ქვეყნად მეორე ვადით აირჩიეს. 2010-2011 წლებში საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ნორვეგია იყო, ხოლო საქართველო - ვიცე-პრეზიდენტი.

იუნესკოს განათლების საბჭომ ეს ქვეყნები აღნიშნულ პოზიციებზე ახალი ვადით დაამტკიცა, რისი საფუძველიც, იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს აქტივობებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, წარმატებული მოღვაწეობა და საკუთარ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები გახდა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ბიურო სასწავლო გეგმების შინაარსობრივ მხარეზე, მეთოდებზე, წესებსა და პროცესებზე მუშაობს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობას იუნესკოს განათლების ბიუროს ეგიდით გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში .

 

კომენტარები