განათლება

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ, სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია [...]

[...] დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს. და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს აზროვნება, ყველაფერი ის, რაც წიგნებით არ ისწავლება.

ამიტომ, ჩვენ, მთავრობას კარგად გვაქვს გააზრებული ის დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით, მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ, გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი. აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ამის თაობაზე ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დააანონსა, რომ საარჩევნო წელს მასწავლებლებს ხელფასები საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ.

კომენტარები