გაერო

რუსეთს სირიისთვის იარაღის მიყიდვის გამო აკრიტიკებენ

გაეროში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის წარმომადგენლებმა რუსეთი სირიის იარაღით მომარაგების გამო გააკრიტიკეს. აშშ-ს ელჩმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ყველა ქვეყანას მოუწოდა შეაჩერონ დამასკოსთვის იარაღის მიყიდვა და დაიკავონ ერთსულოვანი პოზიცია სირიაში ძალადობის შესაჩერებლად. სირიისთვის იარაღის მიწოდებას უპასუხისმგებლო ქმედება უწოდა ბრიტანელმა ელჩმა, მისმა ფრანგმა კოლეგამ კი განაცხადა, რომ მიუღებელია როცა გარკვეული ქვეყნები, მათ შორის ისინი, ვინც საბჭოში არიან წარმოდგენილნი, აგრძელებენ ძალადობის წახალისებას.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების გარდა რუსეთი Human Rights Watch-მაც გააკრიტიკა. რუსეთსა და სირიას შორის გაფორმებული 500 000 დოლარის ღირებულების შეთანხმებას მან ,,უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა.

 

კომენტარები