შსს

ქრთამის შეთავაზების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და პოლიციის შესაბამისმა დანაყოფმა    ვიტალი ომიაძე და იოსებ ხუბულაშვილი ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დააკავეს. ისინი   ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან  დანარჩენ საქართველოში სხვადასხვა სახეობის ავტომანქანის აღურიცხავი სათადარიგო ნაწილების  შემოტანას ცდილობდნენ.  დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.

საქმეს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს. მოქმედი კანონმდებლობა მათთვის თავისუფლების 4- იდან  6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები