რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რიკ პერიმ განაცხადა, რომ თურქეთს ისლამისტი ტერორისტები მართავენ. სამხრეთ კაროლინაში შემდგარი დებატების დროს ტეხასის გუბერნატორმა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენა ქვეყნის NATO-ში წევრობის საკითხიც და აშშ-ს დახმარება თურქეთისადმი.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო რიკ პერის განცხადება. მან აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ს შეუერთდა, მაშინ როდესაც პერი ორი წლის იყო და მას შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლის ხანგრძლივი ეტაპი გაირაა. თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი აშშ-თან ერთად გლობალური ანტიტერორისტული ფორუმის თანახელმძღვანელი იყო.
ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია ფუნდამენტურად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თურქეთს ისლამისტი ტერორისტები მართავენ.




