განათლება

ქართული ენის სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობებისთვის

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთის“ ფარგლებში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას გულისხმობს, ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა. სახელმძღვანელო დონეების მიხედვითაა დაწერილი და თორმეტ დონეს მოიცავს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად გამოცემულია სახელმძღვანელოს ოთხი დონე, წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს თორმეტივე დონე დაიბეჭდება.

ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნისა და მოსწავლის რვეულისგან შედგება, მას თან ახლავს აუდიო დისკიც, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებიც არის ჩატვირთული. ასევე შექმნილია მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევიც. სახელმძღვანელოები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასოდ დაურიგდებათ.

 

კომენტარები