რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა საკუთარ საარჩევნო ვებ-გვერდზე (Putin2012.ru) 16 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციაში იდეების დეფიციტია. პუტინი გამოთქვამს მოსაზრებას , რომ თამამი დაპირებებით სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები გამოდიან, რომლებსაც გამარჯვების იმედი არა აქვთ და იციან, რომ დაპირებების შესრულება არ დასჭირდებათ.
ვლადიმირ პუტინმა თანამემამულეებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ”ფართო დიალოგისკენ” მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს სჭირდება ცვლილებები, მაგრამ ”ლოგიკური განვთარების” ცვლილებები და არა რევოლუციური.
ოპოზიცია რუსეთში 4 თებერვალს ახალი საპროტესტო გამოსვლების მოსაწყობად ემზადება.




