რუსეთი

პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო დებატებში

ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატებში. რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ”წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრისგან გარკვეულ ქმედებებს მოითხოვს, კერძოდ შვებულების გაფორმებას. ეს  მას ხელს შეუშლის საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში, თქვენი იცით მას როგორი დატვირთული პროგრამა აქვს”.

პესკოვის განცხადებით, პუტინისთვის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის , განკუთვნილი სატელევიზო დრო დაეთმობა მისი შეხედულებების და მისი გეგმის ამომრჩევლამდე მიტანას. ” ამჯერად განიხილება დებატებში პუტინის წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად კანდიდატი მიიღებს”, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

 

კომენტარები