კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიას 22 ახალი კარდინალი ეყოლება

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ დაასახელა იმ სასულიერო პირთა სახელები, რომლებიც 18 თებერვალს კათოლიკე ეკლესიის კარდინალები გახდებიან. 22-დან ოთხი გადაცილებულია ოთხმოც წელს, რაც მათ კონკლავზე - პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ართმევს.

კონსისტორია 18 თებერვალს გაიმართება. პაპი ბენედიქტე გამორჩეულ პირებს ”ბურეტას” - წითელ საკარდინალო ქუდს გადასცემს. ცერემონიის შემდეგ კონკლავში ხმის უფლების მქონე იერარქთა რაოდენობა 125-მდე გაიზრდება.

 

კომენტარები