პაპმა ლეო XIV-მ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი კათოლიკე თეოლოგი და კარდინალი, ჯონ ჰენრი ნიუმენი ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა.
Catholic New Agency წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ლეო XIV-მ ნიუმენი კათოლიკურ ეკლესიაში თანამედროვე რწმენისა და გონიერების გამორჩეულ ფიგურად აღიარა.
განცხადება ყველა წმინდანის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურების დასაწყისში გაკეთდა, რომელიც 1 ნოემბერს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღინიშნა. კარდინალმა მარჩელო სემერარომ, წაიკითხა ნიუმენის ბიოგრაფია და ოფიციალურად მიმართა პაპს თხოვნით, წმინდანი ეკლესიის დოქტორად გამოეცხადებინა.
შემდეგ პაპმა ლეო XIV-მ ლათინურ ენაზე ნიუმენი ეკლესიის 38-ე დოქტორად გამოაცხადა. ასევე, პაპმა წმინდა თომა აკვინელთან ერთად ნიუმენი კათოლიკური განათლების თანამფარველად დაასახელა.
"ნიუმენის შთამბეჭდავი სულიერი და კულტურული დიდება უდავოდ შთააგონებს ახალ თაობებს, რომელთა გულები უსასრულოსკენ მიისწრაფიან და რომლებიც, კვლევის და ცოდნის გზით, მზად არიან იმ მოგზაურობისთვის, რომელსაც, როგორც უძველესები ამბობდნენ, მივყავართ - 'per aspera ad astra' - სირთულეების გავლით ვარსკვლავებამდე" - განაცხადა პაპმა თავის ქადაგებაში.





