კათოლიკური ეკლესია

რუსთავის კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი მცენარეები მრევლს დამწვარი დახვდა

catholic.ge

რუსთავის კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი მცენარეები მრევლს დამწვარი დახვდა. ინფორმაციას საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური გამოცემა ავრცელებს. 

შემთხვევა 20 ივნისს მოხდა. მამა ზურაბ კაკაჩიშვილი გამოცემასთან ამბობს, რომ ყვავილებიანი სამი ქოთანი ტაძრის უკანა მხარეს იყო გატანილი და ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.

"ყვავილები სპეციალურად იყო გადატანილი ტაძრის უკანა მხარეს. ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული ქოთნებსაც და მცენარეებსაც, გადაბრუნებული იყო იქვე მდგარი სკამი, ეყარა წყლის ბოთლები. სანთლის ნამწვავები იყო ფანჯრის მინაზე მიკრობილი. პირველად არ ხდება მსგავსი რამ და ვილოცოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს გააკეთა". – ამბობს ტაძრის წინამძღვარი. 

ვის შეიძლება ყვავილები დაეწვა, ამაზე მოძღვარი და მრევლი ვერ საუბრობს. 

ცნობისთვის, ქალაქ რუსთავში მცხოვრები კათოლიკეები წლების განმავლობაში წირვას კერძო საცხოვრებელ სახლში აღავლენდნენ. 

კომენტარები