რელიგია

სინოდალური კომისია ახალი პასპორტების საკითხს შეისწავლის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ბიომეტრიული პასპორტების შესახებ კვლავ უცნობია. 20 დეკემბრის სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საიტზე დღეს დაიდო, საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

შეგახსენებთ, რომ ახალ პასპორტს მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი ანტიქრისტეს ბეჭდად მიიჩნევს და მის აღებაზე უარს ამბობს. როგორც ჩანს, წმინდა სინოდმა სხდომაზე ვერ გადაწყვიტა, იყო თუ არა მრევლის რელიგიური სიფრთხილე საფუძვლიანი და მის შესასწავლად სამი მიტროპოლიტი გამოყო. ცნობილია, რომ მათგან ერთი, მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, იმავე შეხედულების გამო ბიომეტრიული პასპორტის აღების წინააღმდეგია.

 

კომენტარები