7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის საპატრიარქოებთან ერთად შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრით იზეიმებს. მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობამ მაცხოვრის განკაცება სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ერთად 25 დეკემბერს უკვე აღნიშნა.
საშობაო, ღამისთევის ღვთისმსახურებას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 23:00-ზე დაიწყებს. ღამითვე გახდება ცნობილი საშობაო ეპისტოლეს შინაარსი, რომელსაც ილია მეორე შობასა და აღდგომას წერს.




