რელიგია

ლუსტრაცია ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტს გადასცეს ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც საბჭოთა დროს გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვება. სპეციალური კომისია შეისწავლის სასულიერო იერარქიის ყველა რანგის წარმომადგენლის საქმეს. სინოდის გადაწყვეტილებამდე, კომისიის წარმომადგენლები აცხადებდნენ რომ კლერიკოსების შემოწმება მაშინაც მოხდებოდა, თუ ეკლესია უარს იტყოდა თანამშრომლობაზე.

ჯერ-ჯერობით ცნობილია მხოლოდ ორი ბულგარელი ეპისკოპოსის საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. მათ შორის ერთმა, მიტროპოლიტმა იოსებ ბოსანოვმა თავად აღიარა, რომ ის თანამშრომლობდა კომუნისტურ ხელისუფლებასთან.

 

კომენტარები