ტურიზმი

საქართველო the guardian-ის მოგზაურთა კალენდარში

ბრიტანულმა გამოცემა the guardian-მა2012 წლის მოგზაურთა კალენდარში საქართველო იანვრის თვეში მოსანახულებელ ქვეყანად მონიშნა. როგორც ჟურნალისტი ტომ ჰოლი წერს: „ქვეყანა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს მთებით, ისტორიული ციხე-სიმაგრეებით, ეკლესიებითა და ლამაზი მხარეებით, როგორიცაა სვანეთი და ყაზბეგი.“ განსაკუთრებულ რეკომენდაციას გარდიანი გუდაურს უწევს, როგორც „ქვეყნის მთავარ კურორტს“ სადაც თოვლი საიმედოა, ხოლო დედაქალაქიდან რამდენიმე საათში ჩასვლაა შესაძლებელი.

თუ   საქართველო ტურისტებმა   იანვარში უნდა მოინახულონ, გარდიანის აზრით, თებერვალში ომანში, მარტში პანამაში, აპრილში ე.წ „ტიტანიკის ტურში“, მაისში საფრანგეთში, ივნისში გერმანიაში, ივლისში უკრაინაში, აგვისტოში ნიუ იორკში, სექტემბერში ისლანდიაში, ოქტომბერში ნორვეგიაში, ხოლო დეკემბერში კამბოჯაში უნდა წახვიდეთ.

 

კომენტარები