რუსეთი

ორგანიზატორები რუსეთში საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას გეგმავენ

 რუსეთში ანტისახელისუფლებო აქციების ორგანიზატორები  აცხადებენ, რომ 2012 წლის 4 თებერვლიდან ისევ მოაწყობენ საპროტესტო აქციებს. ოპოზიციის მოთხოვნებში რჩება : დუმის არჩევნების შედეგების გაუქმება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში  პოლიტიკური რეფორმების გატარების წამოწყება.

„თუ თებერვლისთვის ხელისუფლება  ამ  მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ჩვენ  მოთხოვნებს გავზრდით და საპროტესტო კამპანიას უფრო ინტენსიურ ხასიათს შევძენთ,“- მოჰყავს The Wall Street Journal-ს რუსი ოპოზიციონრის ვლადიმირ რიჟკოვის სიტყვები.

 

კომენტარები