სომხეთი

ირანის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პარასკევს, ერევანში, რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს სომხეთში ირანის პრეზიდენტის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოხდა.  მანამდე,  აჰმადინეჯადი სომხეთს 2007 წელს სტუმრობდა.

სომხეთი და ირანი შეთანხმდნენ ერთობლივად ააშენონ ჰესი მდინარე არაქსზე, ასევე, შედგა შეთანხმება ირანი- სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დეტალებზე და სხვა საკითხებზე. გავრცელებული ცნობებით, მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თანამშრომლობას საერთაშორისო სტრუქტურებში.

უკანასკნელი წლების მანილზე ირანმა და სომხეთმა გაააქტიურეს ეთანამშრომლობა , განსაკუთრებით ეკონომიკის და  ენერგეტიკის სფეროში. მიმდინარე წელს ირანსა და სომხეთს შორის ტვითბრუნვამ   300 მილიონი დოლარი შეადგინა. აჰმადინეჯადი ერევანს სომხეთის პრეზიდენტის მიწვევით  ეწვია, თავად   სარგსიანი  თეირანს მიმდინარე წლის მარტში სტუმრობდა.

 

კომენტარები