რუსეთი

მედვედევი დემონსტრანტების დამშვიდებას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი რუსული პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მოწოდებით გამოვიდა. იგი რუსეთში ბოლო ათწლეულის უდიდესი დემონსტრაციების მონაწილეთა დაშოშმინებას ცდილობს.

პარლამენტის წინაშე უკანასკნელი გამოსვლისას, მედვედევმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც კრემლის მკაცრად ცენტრალიზებული ძალაუფლების შემსუბუქების სურათს ხატავს. გეგმა რეგიონული გუბერნატორების არჩევნების აღდგენასა და სახელმწიფო დუმის ნახევარი ადგილების რეგიონებში არჩევას მოიცავს.

ოპონენტები, რომლებიც შაბათს ახალ გამოსვლებს აწყობენ, მედვედევის შეთავაზებებს ცარიელ დაპირებად მიიჩნევენ. ისინი უმთავრესი მოთხოვნის შესრულებას, ხელახალ არჩევნებს, მოითხოვენ.

 

კომენტარები