ერაყი

ერაყში კრიზისი ღრმავდება

ამერიკელი სამხედროების წასვლის შემდეგ ერაყში რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე იმატებს.

შიიტი პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიკის მთავრობამ მკვლელობების დაკვეთის ბრალდებით სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის ტარექ ალ-ჰაშემის დაპატიმრება მოითხოვა. სანაცვლოდ ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერი სიკვდილის ბრიგადების ორგანიზებაში ამხილა.

სუნიტი სადამ ჰუსეინის ჩამოგდებამ ერაყში შიიტები გააძლიერა. მიმდინარე ამბოხების გამო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, რომელიც შიიტური ისლამის ალავიტური სექტის მიმდევარია, ერაყში ძალაუფლებამ შესაძლოა სუნიტებისკენ გადაინაცვლოს.

 

კომენტარები