რუსეთი

საგამომცემლო სახლ კომერსანტის კოლექტივმა საზოგადოებას მიმართა

საგამომცემლო  სახლ ”კომერსანტის” კოლექტივმა ღია წერილით მიმართა საზოგადოებას. ეს მას  შემდეგ მოხდა,  რაც საგამომცემლო სახლის მფლობელმა ალიშერ უსმანოვმა ,   რუსეთის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ბოლო პუბლიკაციების გამო,  თანამდებობიდან  დაითხოვა  ”კომერსანტ-ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ანდრეი გალიევი და ჟურნალ ”კომერსნატ-ვლასტის”  მთავარი რედაქტორი მაქსიმ კოვალსკი.   ”კომერსანტ-ვლასტის” ბოლო ნომრის ყდაზე გამოსახულია პუტინი, ის საარჩევნო ყუთში იყურება.

საგამომცემლო სახლის კოლექტივი   საზოგადოებისადმი თავის მიმართვაში აცხადებს, რომ  წინააღმდეგია გუშინ მიღებული გადაწყევტილების. მიმართვაში  გამოთქმულია აზრი , რომ ”კომერსანტ-ვლასტის” ყდაზე გამოსახული ფოტოს  ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ფაქტად  მიჩნევა არაობიექტურია,  რადგან მოსკოვის  გრანდიოზულმა მიტინგმა აჩვენა რუსეთის საზოგადოების განწყობილება. ” მაქსიმ კოვალსკი არის მაღალი რანგის პროფესიონალი ,  მისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო  საგამომცემლო სახლ ”კომერსანტის”  რეპუტაცია. მის გათავისუფლებას განვიხილავთ დაშინების აქციად, რათა მომავალში არ იქნას  დაშვებული არანაირი კრიტიკული აზრის გამოთქმა ვლადიმირ პუტინის მიმართ.  ჩვენ გვაიძულებენ შევშინდეთ,  რაც დაუშვებელია  და თან კონტრპროდუქტიულია” - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც  საგამომცემლო სახლ ”კომერსანტის” 60-ამდე    ჟურნალისტი აწერს ხელს, ხელმოწერები გრძელდება. 

საგამომცემლო სახის მფლობელი  ალიშერ  უსმანოვი   გამოეხმაურა ჟურნალისტების  მიმართვას. მან  განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს , თუმცა  მზად არის შეხვდეს მიმართვაზე  ხელმომწერ ჟურნალისტებს. 

კომენტარები