საფრანგეთი

ექსპრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დომენიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ შემდეგ წელს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით საფრანგეთის პრეზიდენტად კენჭს იყრის. ამით ის პრეზიდენტ სარკოზის სავარაუდო ამომრჩევლების ნაწილს წაართმევს.

2007 წელს 58 წლის ვილპენი მემარჯვენე-ცენტრისტთა ლიდერის პოზიციაზე სარკოზის მთავარი მოწინააღმდეგე იყო. 2011 წლის თებერვალში ვილპენმა მმართველი პარტია დატოვა და საკუთარი პოლიტიკური მანიფესტი გამოაქვეყნა.

უკანასკნელ ხანებში საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ აგრეთვე ცენტრისტმა ფრანსუა ბაირუმ და ყოფილმა მემარჯვენე თავდაცვის მინისტრმა ჰერვ მორენმა განაცხადეს. ვარაუდობენ, რომ   2012 წლის აპრილში დაგეგმილ არჩევნებში უკიდურესი მემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი ხმების სავარაუდოდ 13-20 პროცენტს მოიპოვებს. 

კომენტარები