რუსეთის რამდენიმე ქალაქშიც დღესაც გაგრძელდა საპროტესტო აქციები არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. როგორც რუსული სააგენტოები იტყობინებიან პერმში აქციაზე 800 ადამიანი შეიკრიბა. ომსკში რამდენიმე ასეული მოქალაქე მივიდა საპროტესტო აქციაზე. საპროტესტო აქცია გაიმართა სტავროპოლშიც.
გუშინ საპროტესტო აქციები რუსეთის 80 -ზე მეტ ქალაქში მოეწყო. აქციების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი მასობრივი გამოსვლებით დაიმუქრნენ.
ქალაქ სამარაში პოლიციამ დღეს დააკავა გუშინდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარტია „იაბლოკოს“ ადგილობრივი ლიდერი იგორ ერმოლენკო.




