სირია

ასადი: მხოლოდ გიჟი გაბედავს ესროლოს საკუთარ ხალხს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ მან გასცა მშვიდობიანი  დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება. ”მხოლოდ გიჟი გაბედავს ესროლოს საკუთარ ხალხს” - განცახდა მან. ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ბაშარ ასადმა  აღნიშნა,  რომ მისი მხრიდან არ გაცემულა ადამიანების მოკვლის ან მათ მიმართ სისასტიკის გამოვლენის ბრძანებები. თქვა ისიც, რომ უშიშროების ძალები იმყოფებიან მთავრობის დაქვემდებარებაში და არა მის პირად დაქვემდებარებაში.

გაეროს მონაცემებით, მარტიდან მოყოლებული სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისას 4000 -ზე მეტი მშვიდობიანი  მოქალაქე  ემსხვერპლა , მოკლულებს შორის აღმოჩდნენ ბავშვებიც . სირიის პრეზიდენტმა  გაეროს  მონაცემებშიც შეიტანა ეჭვი და თქვა, რომ უფრო მეტი დანაკარგი  მოქმედი  ხელისუფლების მხარემ განიცადა .  

კომენტარები