რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი მოითხოვს რუსეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისას ჟურნალისტების დაკავებისა და ცემის ფაქტების გამოძიებას. სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი პოლიციის ქმედებას ”საზოგადოების დაშინების მცდელობად” აფასებს და მოუწოდებს ჟურნალისტებს დატოვონ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოები. გავრცელებული ცნობებით, გუშინ მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე 600 -ამდე პირი დააკავეს, მათგან ბევრი ახლაც პოლიციის განყოფილებებში რჩება. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ სასტიკად, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ .
tbl.ge/ctb
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ინტერკონტინენტალის მიმდებარედ ხანძარია
- მოსკოვში პნევმონიის მქონე ქალი კლინიკიდან გაწერეს და სადარბაზოსთან დატოვეს, ის გარდაიცვალა
- მოსკოვში კაცი ეკლესიაში დანით შეიჭრა და 2 ადამიანი დაჭრა
- აქცია მოსკოვში - 20 000-ზე მეტი ადამიანი სამართლიან არჩევნებს მოითხოვს
- მოსკოვში წითელი მოედანი 40 წუთით გადაკეტეს




