ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნიდან კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ ( 2014 წლის შემდეგ ) კიდევ 10 წლით გაუწიონ დახმარება ავღანეთს. კარზაიმ აღნიშნა, რომ ავღანეთს 2024 წლამდე დასჭირდება დახმარება უსაფრთხოების თვალსაზრისით პროგრესის მისაღწევად. განცხადება ბონში , ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდდა. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ავღანეთს დახმარების გაგრძელებას პირდებიან, თუმცა მას მოუწოდებენ განავითაროს პოლიტიკური რეფორმები და ასევე შერიგების პროცესი.




